Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო სურგულაძის სიკეთის სასწაულები

4 იანვარი, 2016

1nino-surguladze-da-natvris-xeმსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე არაერთი კეთილი საქმის ინიციატორია. მის მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ფონდმა “ნატვრის ხე” კი არაერთი სიკეთე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

ინტერნეტში ირმა კვაჭანტირაძემ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნინო სურგულაძის სიკეთის სასწაულების კონკრეტული შედეგებია აღწერილი.

ირმა კვაჭანტირაძე:

“არ შემიძლია არ ავღნიშო!… როდესაც გავიგე საახალწლო სუფრასთან, “ნატვრის ხის” ბენეფიციარების ოჯახებში, ნინო სურგულაძის სადღეგრძელოს სვამენ. ნინოს წყალობით “ახდენილი ნატვრა”.

როგორც გავიგე, ირაკლი დარჩია დამჯდარ მდგომარეობაში ოჯახის წევრებთან ერთად, საახალწლო სუფრასთან დიდი ხნის შემდეგ პირველად შეხვდა ახალ წელს და ძალიან ბედნიერი იყო. (მისი ღიმილიანი ფოტოც კი ვნახე). აი ეს არის ქველმოქმედების მთელი ფილოსოფია.

ეს არის ნინოს პროფესიის შერწყმა სიკეთესთან, ესაა მაგალითი, საქმე და უანგარო ერთგულება.
9 იანვარი – მორიგი საქველმოქმედო კონცერტი და სიცოცხლის გახანგრძლივების რეჟიმში მდგომი და მომლოდინე ბავშვები. კიდევ რამდენს აუხდება ამ წელს სახელად “ნატვრა”, რომელიც არც მეტი არც ნაკლები “სიცოცხლეა”…

ამიტომ უნდა დავუდგეთ ფონდს ვისაც რით და როგორ შეგვიძლია…”