6 იანვარი, 2016

ნატო მეტონიძე Tribeca-ს სცენაზე

1nato-metonidze-niu-iorkshiმომღერალი ნატო მეტონიძე ამერიკული პრემიერისთვის ემზადება. ნიუ იორკში, Tribeca BMCC Performing Arts Center-ში ქართველი ხელოვანი თავის ახალ ნამუშევარს წარადგენს. ცენტრში შეკრებილი მსმენელისთვის პირველად აჟღერდება ნატო მეტონიძის, დავით დოიაშვილის და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტი “ინტროსპექცია – ამბავი ჩვენზე”. ეს არის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც 12 წლიანი პაუზის შემდეგ მათ ერთად განახორციელეს.

ინფორმაციას ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს:

“ჩემო ნიუ იორკში მცხოვრებო მეგობრებო, გვეწვიეთ 9 იანვარს ტრაიბეკას თეატრში დავით დოიაშვილისა და ჩემი ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლის „ამბავი ჩვენზე“ პრემიერაზე თქვენს ქალაქში. მთავარ როლში შეუდარებელი ქართველი მომღერალი ნატო მეტონიძე!!!

დიდ ქართველ კომპოზიტორთა მუსიკით გაჯერებულ კონცერტ-პერფორმანსზე ერთად გავივლით საქართველოს უახლეს ისტორიას და ორიგინალური ფორმით მოვისმენთ ამბავს ჩვენზე, ანუ ამბავს თქვენზე.

გამიხარდება თქვენი ნახვა ტრაიბეკას თეატრის დარბაზში.”