6 იანვარი, 2016

მოზარდმაყურებელთა თეატრი საგასტროლო ტურნეს იწყებს

2ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი საგასტროლო ტურნეს იწყებს. თეატრი 11-15 იანვრის ჩათვლით, გასტროლით დასავლეთ საქართველოში მიემგზავრება. საგასტროლოდ თეატრმა საბავშვო და მოზარდი თაობისთვის განკუთვნილი რეპერტუარი შეარჩია.

ჭიათურისა და საჩხერის საგასტროლო ტურნე ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

11 იანვარს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე წარდგება სპექტაკლით „საახალწლო შოუ“ დასაწყისი: 16 და 18 საათზე.

12 და 15 იანვარს, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება ორი სპექტაკლი „ბაში -აჩუკი“ (სპექტაკლი ეძღვნება აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილეს) და მიუზიკლი „ჩვენ გველის დიდება“.

13 და 14 იანვარს, საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება ორი სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება „ბაში-აჩუკი“ და „ახალი წლის ღამის კოსმიური სტუმრები“.
მოზარდმაყურებელთა თეატრის დასი თბილისში 16 იანვარს დაბრუნდება.