25 იანვარი, 2016

ხატია ბუნიათიშვილი კარნეგი-ჰოლში

1xatia-KARNEGI-HOLSHIქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გადატვირთული საგასტროლო გრაფიკით ცხოვრობს. ის წლებია პოპულარობას არ კარგავს და სოლოკონცერტებს მართავს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან ერთად. ხატია ყველა წამყვანი საკონცერტო დარბაზის სასურველი სტუმარია.

ამჟამად პიანისტი საკონცერტო ტურნეთი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ხატია ბუნიათიშვილი 30 იანვარს სპეციალური სტუმრის სტატუსით კამერულ ორკესტრ “ორფეუსთან” ერთად კარნეგი-ჰოლში მოცარტის მეოცე საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს. საღამოზე შესრულდება რახმანინოვისა და ჰაიდნის ნაწარმოებებიც.

ქართველი პიანისტის კონცერტს მსოფლიო პრესა აქტიურად ეხმაურება და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მასზე დასწრებას ურჩევს.