ილა წულაძე დაქორწინდა

1ila-culadze-daqorwindaThe Voice საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე ილა წულაძე დაქორწინდა. ანრი ჯოხაძის გუნდის წევრი დღეს გაბედნიერდა.

ეს სასიხარულო ინფორმაციას The Voice საქართველოს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“ჩვენმა პროექტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მონაწილემ, ჩვენმა ნახევარფინალისტმა ილა წულაძემ ოჯახი შექმნა!

“ვოისის” შემოქმდებითი ჯგუფი ულოცავს ილას გაბედნიერებას!”

ილა წულაძის რჩეული თამო ჯაჭვლიანია. წყვილმა ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნა და ბევრი მილოცვა და საუკეთესო სურვილებიც მიიღო.