6 იანვარი, 2016

ელდარ შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან

1eldar-shengelaia-varskvlaviკინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან. 82 წლის ხელოვანი სახელობით ვარსკვლავს ქართველი მაყურებლისგან მადლიერების ნიშნად და ქართულ კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღებს.

კულტურის პალატის გადაწყვეტილებით, ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი 26 იანვარს კინოთეატრ “რუსთაველის” წინ საზეიმოდ გაიხსნება.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე კი კინოთეატრში მოეწყობა ელდარ შენგელაიას საზეიმო საღამო და ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მისი ცნობილი ფილმებიდან.