4 იანვარი, 2016

დიდთოვლობამ წიგნები გაანადგურა

ganadgurebuli cignebi1გადაუღებელმა თოვამ პრობლემები არა მარტო ავტოტრანსპორტს შეუქმნა, არამედ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა საქარათველოს რეგიონები, გარესამყაროს მოწყვიტა სოფლები და წიგნის გამომცემლობაც კი დააზარალა.

ინფორმაციას წიგნების დაზიანებასთან დაკავშირებით მწერლები, პოეტები, ფოტოხელოვანები და ჟურნალისტები ავრცელებენ.

სალომე ბენიძე, პოეტი:

“ბათუმში, დიდთოვლობის გამო, ჯერ საწყობის სახურავი ჩაინგრა და ახლა მაღაზიის წინა გადახურვა და მინები ჩაიმსხვრა. კორპუსის სახურავიდან დაეცა თოვლის მასა.”

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი:

“გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ გამომცემლობას “წიგნები ბათუმში”. დიდთოვლობის გამო, ბათუმის მთავარი მაღაზია მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ზარალი დიდია. შევიძინოთ ამ გამომცემლობის თითო წიგნი მაინც, რომელიც ყველა ქალაქის მაღაზიაშია.”

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი, ჟურნალისტი:

“მეგობრებო, გამომცემლობას “წიგნები ბათუმში” თოვლმა გაუნადგურა საწყობი. ჩვენ შეგვიძლია მათი წიგნები ვიყიდოთ მხარდაჭერის ნიშნად, რომ ამხელა ზარალი მეტ-ნაკლებად ადვილად გადავატანინოთ, ასე საყვარელ და კარგ გამომცემლობას.”

ნესტან კვინიკაძე, მწერალი:

“გამომცემლობას “წიგნები ბათუმში” დიდმა თოვლმა დაუზიანა საწყობი და საწყობში არსებული წიგნების დიდი ნაწილი. დათოვლილ წიგნებს ვერაფერს ვუშველით, სამაგიეროდ, ამ გამომცემლობის წიგნების შეძენით შეგვიძლია დავეხმაროთ მათ.”