11 იანვარი, 2016

დევიდ ბოუვი გარდაიცვალა

1devid-bouviმსოფლიო მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი და როკ-მომღერალი დევიდ ბოუვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელკომპანია Sky News-ის ავრცელებს. სამწუხარო ინფორმაცია ტელეკომპანიას მისმა აგენტმა დაუდასტურა. ინფორმაცია უკვე გავრცელდა მის ოფიციალურ საიტზეც.

მომღერალს 69 წელი 8 იანვარს შეუსრულდა. უკანასკნელი დაბადების დღე მან 29-ე ალბომის ”Blackstar” გამოშვებით აღნიშნა.

დევიდ ბოუვის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელსაც მუსიკოსი ბოლო წლების განმავლობაში ებრძოდა.

ლეგენდა 10 იანვარს ლონდონში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.