27 იანვარი, 2016

Black – მომღერალი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

1blackმომღერალი Black იგივე კოლონ ვეარნკომბი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მომღერლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

მისი ჰიტები wonderful life და Sweetest Smile ათეული წლებია მსმენელში პოპულარობას არ კარგავს. wonderful life ქეთი მელუამ ახლებური ინეტრპერაციითაც ჩაწერა და სინგლი დაავადებულ პატარებს მიუძღვნა.

მომღერალი იანვრის დასაწყისში ავტოკატასტროფაში მოყვა, ის ირლანდიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც კრიტიკულ მდგომარეობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

Black-ს მეუღლე და სამი შვილი დარჩა. ოჯახის გადაწყვეტილებით, მომღერლის ფანებს მიეცემათ შესაძლებლობა თავის საყვარელ შემსრულებელს დაემშვიდობონ. რიგითი მოქალექეებისთვის პანაშვიდის გამართვის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ სამგლოვიარო ცერემონიალი უახლოეს დღეებში ლივერპულში გაიმართება.