3 დეკემბერი, 2015

სტივ უანდერის საშობაო საჩუქარი

1stewe-wonderმსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა სტივ უანდერმა საშობაოდ კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა თავის ერთგულ მსმენელს.

ხელოვანმა მონაწილეობა მიიღო Apple-ის 2015 წლის საშობაო ვიდეო-რგოლში, სადაც ცოცხალი ლეგენდა მომღერალ ანდრა დეისთან ერთად დუეტს ასრულებს.

“Someday At Christmas” – ასეთია სიმღერის სახელწოდება, რომელიც შესრულებულია მეგობრულ და ოჯახურ გარემოში.

1,5 წუთიანი ახალი ვიდეო უკვე ატვირთულია Apple-ის ოფიციალურ youtube გვერდზე ჩანაწერით: ”From our family to yours, Andra Day and Stevie Wonder perform his 1967 holiday classic, “Someday At Christmas”  – “ჩვენი ოჯახიდან თქვენი ოჯახებისთვის ანდრა დეი და სტივ უანდერი ასრულებენ 1967 წლის საშობაო კლასიკას “Someday At Christmas”.