22 ნოემბერი, 2015

უკრაინული ,,იქს ფაქტორიდან’’ მესამე ქართველი გაუშვეს

1iqs-faqtori-ukrainashiუკრაინულმა “იქს ფაქტორმა” მესამე პირდაპირი ეთერი გამართა და გამარჯვებისთვის მებრძოლთა რიცხვი კიდევ ერთი კონკურსანტით შეამცირა.

სამივე პირდაპირი ეთერის ბოლოს კონკურსიდან გავარდნის კანდიდატები ქართველები გახდნენ. პირველად ბესო ნემსაძე და ქრისტინე მარტიაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და შოუ ბესომ დატოვა. მეორედ – თათია კობალაძე და ჯგუფი “sparkle”, სადაც გამარჯვებული “sparkle” გახდა, მესამედ კი – კვლავაც “sparkle” და ქრისტინე მარტიაშვილი.

ჟიურის ხმათა უმრავლესობით პროექტში ქრისტინე მარტიაშვილი დარჩა და ჯგუფი “sparkle” შოუს გამოეთიშა.

ამ ეტაპზე უკრაინულ ”იქს ფაქტორში” ორი ქართველი მომღერალია დარჩენილი – ქრისტინე მარტიაშვილი და ნინი ნუცუბიძე.