4 ნოემბერი, 2015

უკრაინელი რეჟისორის პროტესტი თბილისურ კინოფესტივალს

1ukrainelma-rejisorma-saqartveloshi-chamosvlaze-uari-ganacxadaუკრაინელმა რეჟისორმა მიხაილ ილენკომ პროტესტი გამოუცხადა თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც 5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით უნდა ჩატარდეს.

რეჟისორი ინფორმაციას ამის შესახებ საჯაროდ ავრცელებს და აკონკრეტებს იმ მიზეზებსაც, რის გამოც ,,რუსეთისა და თანამეგობრობის სხვა ქვეყნების მეხუთე ფესტივალში” მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მიხაილ ილენკო, უკრაინელი რეჟისორი:

,,იმის გამო, რომ გამოირიცხოს ვერსიები ჩემი უარის შესახებ, და იმის გამო, რომ შესაძლებელია ჩემი მონაწილეობა უკვე ეწეროს ფესტივალის დაბეჭდილ პროგრამაში…

ძვირფასო კოლეგებო!

რასაკვირველია, ჩვენი მიმოწერა უნდა დაწყებულიყო მოწვევით და არა ავიაბილეთებითა და ტექნიკური დეტალებით, მაგრამ მე მივიღე მოწვევა 30 ოქტომბერს. ,,რუსეთისა და თანამეგობრობის სხვა ქვეყნების V ფესტივალის” წარმოდგენილმა პროგრამამ, მაიძულა უარი მეთქვა ფესტივალში მონაწილეობაზე. გთხოვთ არ ჩაგვთვალოთ მე და ჩემი ფილმი ,,ТойХтоПройшовКрізьВогонь” ფესტივალის მონაწილედ.

დღეს ჩვენ გვყოფს ომი.

ჩვენ გვყოფს ოლეგ სენცოვის დაპატიმრება, რომელიც ყირიმში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ფილმ ,,ორლეანს” – ფესტივალის ერთ-ერთ ფილმს იღებდა. (წელიწადნახევრის შემდეგ სენცოვს 20 წლით მკაცრი რეჟიმის ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს).

ვწუხვარ, რომ ფესტივალის მონაწილეთა შორის სტანისლავ გოვორუხინიც არის – კაცი, რომელიც არ მალავს ანტიუკრაინულ შეხედულებებს.

იძულებული ვარ, უარი ვთქვა ფესტივალში მონაწილეობაზე, ყოველი შემთხვევისთვის იმ დროის განმავლობაში, სანამ სენცოვი გისოსებს მიღმა ზის. იმედია, 20 წელი არ დამჭირდება ლოდინი. ჩემს ასაკში ეს არც ისე ადვილია.”