6 ნოემბერი, 2015

უკანონო მშენებლობა კულტურულ ძეგლზე

1eklesiis-mshenebloba-shecherdaკულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო მშენებლობა გამოვლინდა. საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრთან შეთანხმებით მომზადებული პროექტის მიმართ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შენიშვნები თავიდანვე ჰქონდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენობნში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე ახალ ტაძარს არქიტექტურული ნორმების დარღვევით აშენებდნენ.

ეკლესიის ნანგრევებზე დაწყებული უკანონო მშენებლობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით უკვე შეჩერებულია.