13 ნოემბერი, 2015

ცნობილი ქალბატონები გენდერული თანასწორობისთვის

1genderiსაქართველოში ცნობილი ხელოვანი ქალბატონები გენდერული თანასწორობისთვის გაერთიანდნენ.

მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა მევიოლინეებმა, საოპერო მომღერლებმა და პიანისტებმა სპეციალურად გენდერული თანასწორობის მაღალი დონის კონფერენციისთვის ჩაწერეს მუსიკალური დისკი, რომელშიც შესულია მუსიკალური ნაწარმოებები ცნობილი ქართველი ქალბატონების შესრულებით.

ელისო ვირსალაძემ, ლიანა ისაკაძემ, თამარ გაბარაშვილმა, ელისო ბოლქვაძემ, ლიზა ბათიაშვილმა, დუდანა მაზმანიშვილმა, ქეთევან ქემოკლიძემ, ანიტა რაჭველიშვილმა, ნინო სურგულაძემ და ნინო მაჩაიძემ თავისი რეპერტუარიდან საუკეთესო კომპოზიციები შეარჩიეს და ახალ ალბომში გააერთიანეს. დისკში შესულია რახმანინოვის, შუბერტის, გრიგის, სენ სანსის, ბრამსის, თაქთაქიშვილის, ბიზეს, შუმანის და ვერდის ნაწარმოებები.