23 ნოემბერი, 2015

თეონა კონტრიძე: ,,გთხოვთ!’’

1teona-kontridzeმომღერალი თეონა კონტრიძე წლებია რუსეთში ცხოვრობს. მას რუსი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. თეონა საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული ბოლო წლებში გახდა, როდესაც პროექტებში “ორი ვარსკვლავი” და “ცეკვავენ ვარსკვლავები” ჟიურის წევრობას დათანხმდა.

თეონა კონტრიძე რუსი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელმა პოსტებმა გააღიზიანა და საჯარო განცხადება გაავრცელა:

“ძალიან ხშირად ვხვდები ამ ბოლო დროს ფეისბუქ რგოლში რუსი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ პოსტებს….. დაახლოებით ამ ტიპის – ღორი რუსები, ღორების სახელმწიფო და ა.შ…. მე დიდი ხანია კრემლი და ხალხი გამიჯნული მყავს. გთხოვთ ყველა იმ პიროვნებას, რომელიც მსგავს მიმართვებს ახორციელებს, დატოვოს ჩემი ფრიენდ ლისტი, რამეთუ ფეისბუქის დონეზეც ვერ ვიქნებით მეგობრები.

შეგახსენებთ: მე ვარ 1994 წლიდან რუსეთის მცხოვრები, მყავს ორი ნახევრად რუსი შვილი, მეუღლე, სამეგობრო და ჩემი უსაყვარლესი პუბლიკა, რომელიც ყოველი კონცერტი მავსებს სიმხურვალით. ჩემი სამშობლო საქართველოა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს დიდი რაოდენობა რუსი ხალხისა, რომელსაც სძულს კრემლის პოლიტიკა, გულშემატკივრობენ საქართველოს, უკრაინას და საერთოდ ყველას, ვინც აუჯანყდა რუსეთის იმპერიას… პატივი მეცით და თვითონ დატოვეთ ფრენდ ლისტი…”