Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თემურ ჩხეიძის ტელესპექტაკლების ახალი სიცოცხლე

25 ნოემბერი, 2015

1temur-chxeidzis-telespeqtaklebiრეჟისორმა თემურ ჩხეიძემ არაერთი სატელევიზიო სპექტაკლი დადგა, რომელმაც თაობები აღზარდა და დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებელში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი და მისი ხელმძღვანელი გიორგი ჩართოლანი იწყებენ პროექტს “არქივი ყველას”, რომლის პრეზენტაციაც პირველ დეკემბერს კინოთეატრ რუსთაველში გაიმართება.

პირველი პროექტი მოიცავს სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ადაპტირებული სატელევიზიო სპექტაკლის, ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩას” ჩვენებას და დისკის პრეზენტაციას. სპექტაკლის რეჟისორი თემურ ჩხეიძეა.

ჩვენების წინ დამსწრე საზოგადოება შეხვდება შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს რეჟისორ თემურ ჩხეიძეს, მსახიობებს გოგი ქავთრაძეს და ნანი ჩიქვინიძეს. ეს ცნობილ ხელოვანებთან სმენდაქვეითებული ადამიანების საჯარო შეხვედრის პირველი მცდელობა იქნება.

ტელესპექტაკლის დასრულების შემდეგ, მიწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ მაუწყებლის არქივში დაცული ამ სპექტაკლის ადაპტიებული ვარიანტის დისკი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამზადებს და აუდიტორიას მალე წარუდგენს ოქროს ფონდში დაცულ მეორე სატლევიზიო სპექტაკლსაც – მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნებს”, რომლის რეჟისორიც ასევე თემურ ჩხეიძეა.

ეს სპექტაკლები აიტვირთება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ გვერდზე და მათი ნახვა ნებიმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება.

– ყრუ-მუნჯთა კავშირმა უზრუნველყო შესაბამისი აუდიტორიის მოპატიჟება ამ საპრეზენტაციო ჩვენებაზე, რისთვისაც დიდი მადლობა მას და ასევე განსაკუთრებუყლი მადლობა კინოთეატრ რუსთაველს, რომელმაც უსასყიდლოდ დაგვითმო დარბაზი ამ საქველმოქმედო პროექტის დემონსტრირებისთვის, – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჩართოლანი.