12 ნოემბერი, 2015

თბილისში უპრეცედენტო მუსიკალური პროექტი განხორციელდება

1bravo-reqordsiთბილისში უპრეცედენტო მუსიკალური პროექტი განხორციელდება. ინფორმაციას “ბრავო რექორდსი” ავრცელებს:

“1960-1990-იან წლებში, საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამავე ეპოქის ფრანგული კინოფილმები უდიდესი ფრანგი მსახიობების ჟან-პოლ ბელმონდოს, ალენ დელონის, პიერ რიშარის, ფილიპ ნუარეს, სოფი მარსოს, კატრინ დენევის, ჟერარ დეპარდიეს, ლუი დე ფიუნესის, კალიუშის, რობერ ოსეინის და სხვათა მონაწილეობით. ამ ფილმების უმეტესობისთვის მუსიკას ქმნიდა თანამედროვეობის უდიდესი კომპოზიტორი ვლადიმირ კოსმა.

„ბრავო რექორდსმა“ პირველად საქართველოს ისტორიაში ხელშეკრულება გააფორმა კომპანია LARGHETTO MUSIC-თან, რომელიც ოფიციალურად ფლობს კომპოზიტორ ვლადიმირ კოსმას კინოფილმებისთვის შექმნილი მუსიკის საჯარო შესრულების უფლებას და საკონცერტო შესრულებისთვის მოიპოვა სიმფონიური ორკესტრისთვის განკუთვნილი ნოტები და პარტიტურები.

5 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, „ბრავო რექორდსის“ ორგანიზებით, გაიმართება საკონცერტო საღამო „ვლადიმირ კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრები“.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ჯანლუკა მარჩიანოს ხელმძღვანლობით, ქეთი ორჯონიკიძე, ნინა სუბლატი, ალეკო ბერძენიშვილი, თამთა ცხვიტავა, ანა დოიაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, ლევან მასპინძელაშვილი, ანანო ღიბრაძე, სოფი სომხიშვილი, მარიამ როინიშვილი, ლუკა ზაქარიაძე, ნელიკო აგირბა, ფლეიტისტი ზურაბ (მაჩვი) მოსიავა, ვიოლონჩელისტი ლიზა რამიშვილი, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი.

პროექტის მუსიკალური პროდიუსერია მარინა ბერიძე, პროექტის მენეჯერი ნინო ნახუცრიშვილი, კონცერტმეისტერი კი, თამუნა არჩვაძე გახლავთ. საკონცერტო საღამოს კოსტიუმების დიზაინზე იკა ბობოხიძე მუშაობს, სცენოგრაფია კი, ვანო ჭელიძეს ეკუთვნის.