22 ნოემბერი, 2015

თამარ ივერი: ,,იმ პროდიუსერის ტვინში ჩამახედა”

1tamar-iveri-sabavshvo-evroviziazeსაოპერო მომღერალი თამარ ივერი საბავშვო ევროვიზიაზე წარგზავნილ ქართულ კვარტეტს “ვირუსს” ეხმაურება და მსოფლიო გამოცდილებაზე საუბრობს.

თამარ ივერი:

“მსოფლიოში ყველა პროფესიონალი პროდიუსერი თუ იმიჯმეიკერი ცდილობს, საკუთარი მომღერლი, მსახიობი, თუ სპორტსმენი პუბლიკას საუკეთესო მხარით დაანახოს. ჯერ კიდევ როდის უთხრა პროდიუსერმა დიდ ივ მონტანს… სანამ ეგ კუბიკებიანი კოსტიუმები გეცმევა, სულ გენიალურად რომ იმღერო, ტაშს არავინ დაგიკრავს და სერიოზულად არ ჩაგთვლიანო. ასევე ურჩიეს შესანიშნავ სოფი შიკოლონეს სოფი ლორენად გარდაქმნილიყო, ნორმა ჯინ ბეიკერს – მერლინ მონროდ, ლუიზა ჩიკონეს – მადონად და ა.შ

ცნობილი ადამიანის ჩაცმის სტილი, სახელი და ჟღერადობა რაღაც უხილავ აურას ქმნის მის გარშემო, რაც პუბლიკას მისდამი ინტერესს ან გულგრილობას აღუძრავს.

ძალიან მინდა იმ პროდიუსერის ტვინში ჩამახედა, ვინც მსოფლიოს ბავშვთა ევროვიზია 2015-ზე საქართველოდან წასულ პატარა, ანგელოზებივით ბავშვების ანსამბლს “ვირუსი” დაარქვა. სიტყვა “ვირუსი” მაყურებელში მყისვე ჯანმრთელობის დასნებოვნებასთან, კომპიუტერის დაჰაკერებასთან და ყოველივე უარყოფითთან ასოცირდება და როგორ უნდა მოგივიდეს იდეა, ეს სახელი პატარა, უმანკო ბავშვების ანსამბლს და საერთოდ რაიმე ანსამბლს დაარქვა?

მათი ხელოვნება ხომ ამითი განწირულია და სულ რომ შესანიშნავად მღეროდნენ… ისინი პუბლიკის სიმპათიას ამ სახელით ძნელად თუ მოიპოვებენ. იმედია, სახელის შემრჩევი მალე ახალ, საბავშვო ანსამბლს “ბაქტერია”, “კანდიდა” ან “ქლამიდიას” სახელწოდებით არ შექმნის….. სხვათაშორის, ესენიც საკმაოდ ლამაზად ჟღერენ წარმოსათქმელად.”