თაკო ნაცვლიშვილის იტალიური წარმატება

1tako-italiashi“არტინფო” უკვე წერდა, რომ 17 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საერთაშორისო სამოდელო სფეროში წარმატებას წარმატებაზე აღწევს.

პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებზე თაკომ მსოფლიოში ცნობილი არაეთრი ბრენდის კოლექცია წარმოადგინა, დონატელა ვერსაჩეს რჩეულიც გახდა და ლიბანელმა დიზაინერმა ზუჰაირ მურადმა თავისი საქორწილო კაბების ფოტოსესიაშიც გადაიღო.

ამჯერად თაკო იტალიაში იმყოფება, სადაც გადაღებები აქვს NASTY Magazine-სთვის.

ქართველმა მოდელმა უკვე დაასრულა ფოტოსესია Marella-სა და PINKO-ს ახალი კამპანიისთვის. Marella-ს გასულ სეზონზე კარლი კლოსი უწევდა რეკლამას, ხოლო PINKO-ს ალესანდრა ამბროსიო.