2 ნოემბერი, 2015

სოფო ნიჟარაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

1sofo-nijaradzeმომღერალი სოფო ნიჟარაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება მისი და მიხეილ სააკაშვილის იმ ფარულ ჩანაწერს, რომელიც დღეს დილიდან გავრცელდა.

სოფო ნიჟარაძე:

“ფსბ-ს დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია, გასაგებია რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!

რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია, ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება!

ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას რუსთავი ორის მთელი კოლექტივის მიმართ!”