29 ნოემბერი, 2015

სიახლე პანტომიმის თეატრში

1pantomimis-teatrshi-wyali-chavidaპანტომიმის სახელმწიფო თეატრი წლებია ურთულეს პირობებში მუშაობს. დასი მაქსიმალურად ცდილობს, მსახიობებისთვის და ერთგული მაყურებლისთვის ისეთი გარემო შექმნას, როგორსაც იმსახურებს, თუმცა ამის გაკეთება კარგა ხანია ვერ ხერხდება.

თეატრს ყველანაირად შეუფერებელი სამუშაო პირობები აქვს, წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადის, უკვე სცენაც ჩაინგრა. პანტომიმელები საკუთარი ძალებით აწესრიგებენ არსებულ შენობას, მაგრამ ეს არ არის ის, რაც საქართველოში არსებულ პანტომიმის ერთადერთ თეატრს ეკადრება.

პანტომიმის სახელმწიფო თეატრში სიახლეა. გამოცხადდა კონკურსი, რომელიც თეატრისთვის 9 აპრილის ბაღში გამოყოფილ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული შენობის განსათავსებლად შემუშავდა.

პრეზენტაცია პირველ დეკემბერს პანტომიმის თეატრში რუსთაველის 37-ში 13 საათზე გაიმართება, მანამდე კი კონკურსის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

http://pantomime.ge/