28 ნოემბერი, 2015

საიუბილეო „ნაცარქექია“ განსხვავებულ ფორმატში

1nacarqeqiaთბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში გიორგი ნახუცრიშვილის „ნაცარქექიას“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს განსხვავებულ ფორმატში ითამაშებენ.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა სპექტაკლი სამი წლის წინ დადგა.

ამ წლების განმავლობაში მოზარდმაყურებელთა თეატრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი სპექტაკლი საიუბილეოდ განსხვავებული და არატრადიციული სახუმარო ფორმატით წარდგება მაყურებლის წინაშე.

29 ნოემბერს თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლს მე-200-ედ ითამაშებენ და სცენაზე მაყურებელი ყველა შემადგენლობის ყველა დუბლიორს იხილავს.