Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი ტენორი საუკეთესო სოლისტად დასახელდა

10 ნოემბერი, 2015

1misha-sheshaberidzeდღეისათვის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ვოკალისტებს შორის ქართველი ტენორი დასახელდა.

13 ნოემბერს სარაევოს ნაციონალურ თეატრში მუსიკალური სახელოვნებო ფონდის ორგანიზებით კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე სარაევოს ფილარმონიის ორკესტრი დაუკრავს.

DoReMi&Vi – ასეთია კონცერტის სახელწოდება, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო საოპერო მომღერლებთან ერთად ქართველი მიხეილ შეშაბერიძეც იმღერებს. ტენორი არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებულია და ამჟამად წარმატებით მოღვაწეობს საზღვარგარეთ. მის რეპერტუარშია ცნობილი საოპერო სპექტაკლები “მადამ ბატერფლაი”, “აიდა”, “კარმენი”.

სარაევოს ფილარმონიის ორკესტრს მაესტრო Ivo Lipanovic-ი უდირიჟორებს. საოპერო მომღერლები მსმენელისთვის პუჩინის, ლეონკავალოს საოპერო არიებს და ნეაპოლიტანურ სიმღერებს შეასრულებენ.