4 ნოემბერი, 2015

ქართული ფილმები კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე

1cotbusiგერმანიის ქალაქი კოტბუსი რიგით 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ქართული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამაშია წარმოდგენილი.

ტატო კოტეტიშვილის „ოგასავარა” მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში მონაწილეობს, მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი” – სექციაში Specials. რუსუდან ჭყონიას პროექტი „ვენეცია” კი მოხვდა ინდუსტრიულ სექციაში Connecting Cottbus (coco).

ფესტივალზე ინდუსტრიულ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და მისი მოადგილე მაკო ჭილაშვილი.

კოტბუსის ფესტივალი პირველად 1991 წელს ჩატარდა. ის მნიშვნელოვანი კინოპლატფორმაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის. გავლენიანმა გამოცემამ “Variety” კოტბუსის ფესტივალი მიაკუთვნა მსოფლიოს 50 კინოფესტივალთა სიას, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწრო. ფესტივალი შედგება სხვადასხვა სექციისგან. კონკურსის 18 ჯილდოსთვის საპრიზო ფონდი 80 000 ევროს შეადგენს.