26 ნოემბერი, 2015

ნეკა სებისკვერაძე: ,,დიდი ხანია ამ თემით დაინტერესებული ვარ’’

1neka-sebiskveradzeმომღერალი ნეკა სებისკვერაძე წლებია ქართულ საესტრადო ხელოვნებას ემსახურება. ის ყოველთვის იქ არის, სადაც ქართული სიმღერისთვის არის საჭირო.

ამჯერად მომღერალმა ახალ მუსიკალურ პროექტზე დაიწყო მუშაობა და ეს სასიხარულო სიახლე თავის ერთგულ მსმენელსაც გაანდო.

ნეკა სებისკვერაძე:

“მათ, ვისაც აინტერესებს რა ხდება ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში, გეტყვით, რომ მუშაობა დავიწყე ახალ მუსიკალურ პროექტზე „მსოფლიო იავნანები“, დიდი ხანია ამ თემით დაინტერესებული ვარ და უამრავი აღმოჩენა გავაკეთე.

იავნანა როგორც პოეტური ფოლკლორის ერთ-ერთი სახე, დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ჩვენს, ასევე ყოველი ერის ფოლკლორში. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტრადიციულ იავნანებს როგორც საწესო ლექსთ სიმღერას. ძიების პროცესში უსაზღვროდ დიდი და საინტერესო მასალა დაგროვდა, სულ მალე ეტაპობრივად ყოველივეს თქვენამდეც მოვიტან.

პირველი იავნანა ივრითულენოვანი უკვე ჩაიწერა და დამუშავების პროცესშია. ცხადია, პირველი არ ვიქნები ვინც ამ თემას შეეხო, მე მსურს ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო სიმღერის ამ ფენომენის მიმართ, რომელთანაც შეხება ყოველ საღამოს მიწევს.”