17 ნოემბერი, 2015

მერაბ ნინიძე: ,,გაიტანეთ ეს კაცი!”

1merab-ninidzeმსახიობი მერაბ ნინიძე საქართველოში სპეციალური ვიზიტით დაბრუნდა. მან საზოგადოებას ავტობიოგრაფიული წიგნი “მთავარია მსახიობი არ გამოხვიდე” წარუდგინა.

,,50 წელთან მიახლოება ის დროა, როცა შესაჯამებელი ჯერ კიდევ არაფერია, ამიტომ მისი თხოვნაა – ეს წიგნი კლასიკურ ავტობიოგრაფიად არ განვიხილოთ. უბრალოდ, ეს იყო ამბები, რომელიც მან გაიხსენა, მომიყვა, მე კი წიგნად ვაქციე. მკითხველისთვის აქ ყველაზე საინტერესო ალბათ ისაა, რომ მთელ ამ ისტორიებს ფართო საზოგადოება წიგნის საშუალებით პირველად იგებს“, – ამბობს ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე.

წიგნის პრეზენტაციას, როგორც მოსალოდნელი იყო, უამრავი ადამიანი დაესწრო. პრეზენტაციიდან მეორე დღეს, მსახიობმა ასეთი შინაარსის საჯარო წერილი გაავრცელა:

“მერაბ ნინიძე-ვ ძალიან შემაწუხე… გაიტანეთ ეს კაცი!!! რა კარგი იყო ინკოგნიტოდ რომ ვეგდე ამ FB-ზე და არავინ ყურადღებას არ მაქცევდა.”