3 ნოემბერი, 2015

ელენე მახარაშვილი: ,,არ შემიძლია ამაზე ხმა არ ამოვიღო!’’

1elene-maxarashviliმოდელი ელენე მახარაშვილი, რომელიც უცხოეთში წარმატებით მოღვაწეობს, ქართულ მოდაში არსებულ პრობლემებზე ღიად და ხმამაღლა საუბრობს.

ელენე მახარაშვილი:

“ძალიან მერიდება ამ თემაზე ლაპარაკი და ყოველთვის თავს ვარიდებ ხოლმე, რომ ხალხს არ ეგონოს ჩემი უცხოეთში გაფორმებული კონტრაქტებით რამე თავში ამივარდა, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც მართლა არ შემიძლია ამაზე ხმა არ ამოვიღო…

ბევრი ადამიანისთვის მოდელობა სამწუხაროდ, მხოლოდ “უკანალის ქნევაა” და ვერ ხვდება ალბათ და ვერც წარმოუდგენია რამხელა შრომა, ძალისხმევა და მოთმინება გჭირდება მოდელობისთვის. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაოა, რომელიც საქართველოში სათანადოდ არასდროს არ ფასდება.

ყველას ყველაფერი ნაცნობობით და უფასოდ უნდა! ფოტოგრაფებს ამდენს ფულს რომ უხდით და მოდელები უფასოდ გინდათ იმიტომ, რომ ჩვენ ფოტოები დაგვრჩება და საერთოდ არ გვჭირდება არანაირი ჰონორარი.

დასაწყისისთვის ალბათ ყველას ეხალისება და მეც მეხალისებოდა სურათები, მაგრამ 5 წლის თავზე მაპატიეთ არც ფოტოები მინდა და არც პოდიუმზე უფასოდ “უკანალის ქიცინი”. არ მინდა ცუდად მიიღოთ ეს ჩემი სტატუსი, უბრალოდ გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაგვაფასოთ. მადლობა.”