25 ნოემბერი, 2015

ავთანდილ ვარსიმაშვილი დააჯილდოვეს

1avto-varsimashviliგრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი დააჯილდოვეს.

გრიბოედოვის თეატრის დასი გასტროლზე ციმბირში იმყოფება, სადაც მაყურებლისთვის წარმოადგენს ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმულ გახმაურებულ სპექტაკლს “ხოლსტომერი. ცხენის ამბავი”.

ორკვირიანი გასტროლის ფარგლებში გრიბოედოველებმა სპექტაკლები ითამაშეს ტომსკში, ბარნაულში, ომსკში, ნოვოსიბირსკში და კემეროვოში.

კემეროვოს გუბერნატორის ამანა ტულეევას გადაწყვეტილებით, გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი და თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი სპეციალური მედლებით დაჯილდოვდნენ. ორივე მათგანმა ეს ჯილდო ნდობისთვის, ერთგულებისთვის, თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის, რუსული თეატრის ტრადიციების შენარჩუნებისთვის, უნიკალური ტალანტისთვის, შრომისმოყვარეობისთვის და სიცოცხლის სიყვარულისთვის დაიმსახურა.