20 ნოემბერი, 2015

უარი თემურ თათარაშვილს

1temur-tatarashviliმომღერალი თემურ თათარაშვილი უკვე წლებია მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ბოლო პერიოდში ის საქართველოში სულ უფრო ხშირად ჩამოდის და კონცერტებშიც იღებს მონაწილეობას.

თემურ თათარაშვილმა საქართველოში ცხოვრებას, რუსეთში ცხოვრება არჩია და არა მარტო მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო. მაშინ მომღერალმა თავისი საქციელი მის მიმართ საქართველოდან არსებული მუქარით ახსნა.

5 წლის შემდეგ, თემურ თათარაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება გადაწყვიტა. მან იუსტიციის სამინისტროს განცხადებით მიმართა, თუმცა მოთხოვნაზე უარი მიიღო.

თემურ თათარაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უარის მიზეზი იუსტიციის სამინისტროს არ განუმარტავს.