19 ნოემბერი, 2015

ლეონარდო დიკაპრიო თბილისში ჩამოდის

1dikaprioჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო თბილისში ჩამოდის. ინფორმაცია მსახიობის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ყოველ ჯერზე ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა.

ამჯერად ინტერნეტში ვრცელდება ფოტო, რომელზეც გადაღებულია თვითმფრინავის ბილეთი ლოს-ანჯელესი-თბილისის მიმართულებით, რომელიც ნამდვილად ლეონარდო დიკაპრიოს ეკუთვნის.

ბილეთის ჯავშნის დოკუმენტის თანახმად, მსოფლიო ვარსკვლავი თბილისში 28 ნოემბერს უნდა ჩამოვიდეს. დიკაპრიოს ვიზიტი საკმაოდ ხანმოკლეა და ის მეორე დღესვე დაბრუნდება სამშობლოში.

სწორედ იმ დროს, როცა ლეონარდო დიკაპრიო თბილისში ჩამოდის, საქართველოს დედაქალაქში ასევე დაგეგმილია ყოფილი ბროკერისა და ცნობილი ორატორ-მოტივატორის ჯორდან ბელფორტის ვიზიტიც. ეს ნამდვილად არ არის დამთხვევა – ჰოლივუდის ვარსკვლავმა მარტინ სკორსეზეს გახმაურებულ ფილმში “უოლ სთრითის მგელი” სწორედ ჯორდან ბელფორტის პერსონაჟი განასახიერა.

1dikaprios-bileti