22 ოქტომბერი, 2015

ზეწოლა ინდირა ჯგერნაიაზე

1indiraმომღერალ ინდირა ჯგერნაიაზე, რომელიც მსმენელმა ”ჯეოსტარით”, ”ახალი ხმით” და ”ნიჭიერით” გაიცნო, ზეწოლა ხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ მომღერალი თავად ავრცელებს.

ინდირას მტკიცებით, მას უცნობი პირი დაუკავშირდა და გააფრთხილა ქუთაისში დარჩენილიყო. უცნობმა პირმა მას დაფარული ნომრით დაურეკა.

მომღერალი ქუთაისიდან თბილისში უნდა ჩამოვიდეს, რადგან 24 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ კონცერტში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ის ამ კონცერტში ქართული ესტრადის სხვა ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად უნდა გამოვიდეს. თავისუფლების მოედანზე გამართულ კონცერტს ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” დაასრულებს.

ჩამოვა თუ არა თბილისში ინდირა ჯგერნაია და მიიღებს თუ არა კონცერტში მონაწილეობას, ხვალ გახდება ცნობილი.