4 ოქტომბერი, 2015

“ვერის უბნის მელოდიები” ბრუნდება

1veris-ubnis-melodiebiსამწლიანი პაუზის შემდეგ, “ვერის უბნის მელოდიები” ბრუნდება. გიორგი შენგელაიას მიერ გადაღებული ფილმი და მასში გამოყენებული გოგი ცაბაძის უკვდავი მუსიკა, კიდევ ერთხელ აჟღერდება.

გავრცელებული ინფორმაციით, აღდგენილი “ვერის უბნის მელოდიები” არა საქართველოში, არამედ უკრაინაში, კერძოდ ოდესაში იქნება წარმოდგენილი.

აქტიური რეპეტიციები უკვე დაწყებულია. შემოქმედებითი ჯგუფი მუსიკისა და დრამის თეატრში იკრიბება და მიუზიკლის დამდგმელ რეჟისორთან, კოსტიუმების მხატვართან და ფრანგ ქორეოგრაფთან რედა ბენტიფორთან ერთად გადის რეპეტიციებს.

თანამედროვე სცენური ინტერპრეტაციის მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველია, დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფი კი არგენტინელი დიზაინერი სანტიაგო ფერნანდესი.

უკვე ცნობილია, რომ აღდგენილ მიუზიკლში მონაწილეობენ სტეფანე, ქეთათო, გიორგი ვარდოსანიძე, სუხიშვილები. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ განახლებულ “ვერის უბნის მელოდიებში” მონაწილეობაზე უარი მსახიობმა კახა კინწურაშვილმა განაცხადა.