15 ოქტომბერი, 2015

თემო საჯაია: ,,საქართველო, შენ ხარ ავად!”

1temo-sajaiaახალგაზრდა მომღერალი თემო საჯაია საკმაოდ თამამ და ხმამაღალ განაცხადს აკეთებს და საქართველოს დიაგნოზს უსვამს – საქართველო, შენ ხარ ავად!

მომღერალი ამ განაცხადს თავის თანამოაზრეებთან ერთად აჟღერებს და მეტი დეტალების გასაგებად გულშემატკივრებს რამდენიმე დღით მოცდას სთხოვს.

“საქართველო, შენ ხარ ავად!” თემო საჯაიას და მისი მეგობრებისგან შემდგარი ჯგუფის ForceMajeure-ს (ფორსმაჟორი) ახალი სიმღერაა.

ForceMajeure უკვე 2 წელია არსებობს, თუმცა რამდენიმე თვეა განსაკუთრებულად გააქტიურდა. ჯგუფი თემო საჯაიამ ჩამოაყალიბა და მასში 4 წევრია – თემო საჯაია, ლევან ხოტივარი, დემეტრე გვენცაძე და შოთიკო ტატიშვილი.

კომპოზიციაზე “საქართველო, შენ ხარ ავად!” კლიპი უკვე გადაღებულია და მისი პრემიერა ორ დღეში გაიმართება, მანამდე კი ინტერნეტში კლიპის თიზერი ვრცელდება.

 

ForceMajeure – საქართველო შენ ხარ ავად!ForceMajeure – საქართველო შენ ხარ ავად! 17 ოქტომბერს, 21:00 – ზე!ახალი ქართული ვიდეო!

Posted by ForceMajeure / ფორსმაჟორი on Wednesday, 14 October 2015