22 ოქტომბერი, 2015

თეატრალური უნივერსიტეტის შენობას საფრთხე აღარ ემუქრება

1teatraluriუმძიმეს მდგომარეობაში არსებული შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობას, სადაც რამდენიმე თვის წინ ჭერი ჩამოინგრა, საფრთხე აღარ ემუქრება. უნივერსიტეტში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია.

თეატრალურში რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ამ დროისათვის მიმდინარეობს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოები, იწყება სამუშაოები ელექტრო-სამონტაჟო სისტემის, გათბობა-კონდიცირებისა და შიდა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის სისტემების მოსაწესრიგებლად.

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის სრული რეაბილიტაცია 2016 წლის მაისის პირველი რიცხვებისთვის დასრულდება.