Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სამეფო უბნის თეატრში 6 მსოფლიო პრემიერა გაიმართება

1 ოქტომბერი, 2015

1samefoსამეფო უბნის თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს სიახლეებით ხვდება. თეატრში განთავსებული თემურ ჩხეიძის სახელოსნოც მაყურებელს სიურპრიზებს უმზადებს:

“თემურ ჩხეიძის სახელოსნოს დრამატურგები მთელი ზაფხული მუშაობდნენ ახალ ტექსტებზე, რათა სამეფო უბნის თეატრის 2015/2016 წლის სეზონი “ქართულ სეზონად” გადაექციათ! “ქართული სეზონის” განმავლობაში სამეფო უბნის თეატრის მაყურებელი იხილავს 6 მსოფლიო პრემიერას. 6 ახალ ქართულ პიესას, რომლებზეც დრამატურგები მაკა კუკულავა, დათა ფირცხალავა და ალექს ჩიღვინაძე ჩვენს სახელოსნოში მუშაობდნენ.

დღეს რეჟისორი გიორგი ქათამაძე უკვე პირველად შეხვდა მსახიობებს დათა ფირცხალავას პიესის რეპეტიციაზე!

ძალიან მალე სახელოსნოს პირველ სრული ფორმის პიესას/სპექტაკლს ვიხილავთ სამეფო უბნის თეატრში.”