Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რომელმან შექმნა სამყარო…

16 ოქტომბერი, 2015

1tbilisobaშოთა რუსთაველის ეს უკვდავი ფრაზა საუკუნეებია ქართველების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი პოემის დასაწყისია.

რომელმან შექმნა სამყარო… – ამ ფრაზამ პანტომიმის მსახიობსა რეჟისორს ამირან შალიკაშვილი jUNIOR-ს ახალი იდეის განხორციელების საშუალება მისცა.

კახა ბაკურაძესთან და პანტომიმის მსახიობებთან ერთად ამირან შალიკაშვილმა საქართველოს მეფეები გააცოცხლა. პროექტის პრეზენტაცია შარშანდელ თბილისობაზე შედგა და ტრადიციად დამკვიდრდა.

წლევანდელ თბილისობაზე 17 და 18 ოქტომბერს სამი საათის განმავლობაში პანტომიმის თეატრის მსახიობები სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ძველ თბილისში მოსეირნეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ იმ ისტორიულ პიროვნებებს, ვინც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

პროექტში მონაწილეობენ ვასო კიპაროიძე – შოთა რუსთაველი, ნინო ლორთქიფანიძე – თამარ მეფე, სოფო ლოლაძე – რუსუდან მეფე, შოთა ქერაშვილი – მეფე ფარნავაზი, თორნიკე დიღმელაშვილი – მეფე მირიან მეოთხე, გიორგი ტიელიძე – მეფე ბაგრატ მესამე, ლუკა ჩხაიძე – მეფე დავით აღმაშენებელი, მიშა ზაქაიძე – მეფე დემეტრე მეორე, გიგი ლორია – მეფე გიორგი ბრწყივალე, ირაკლი ბიბილური – მეფე ვახტანგ მეექვსე, გიორგი გურგენიძე – მეფე სოლომონ პირველი, გიორგი ედიშერაშვილი – მეფე ერეკლე მეორე, ბაქარ ბაქრაძე – მეფე დავით კურაპალატი, მეფე ბერდია სიმსივე – თეიმურაზ პირველი, ანი ჩაგელიშვილი – ქართლის დედა.

1pantomima-tbilisoba