29 ოქტომბერი, 2015

ქართველი პიანისტის გამარჯვება ნიუ იორკში

1aleqsandre-wereteliახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სანდრო წერეთელმა ნიუ იორკში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა.

როზალინ ტურეკის საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა პიანისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიტორის ბახის ნაწარმოებების საუკეთესო შესრულებისთვის ჩატარდა. რიგით მეოთხე კონკურსში მონაწილეობდნენ ახალბედა პიანისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

სანდრო წერეთელმა კონკურსის მესამე კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა, სადაც კონკურსანტების მიერ ბახის პრელუდიები და ფუგები სრულდებოდა. მეოთხე კატეგორიაში ქართველმა პიანისტმა სუიტებისა და პარტიტურების უბადლო შესრულებისთვის მეორე პრემია ჩინელ პიანისტთან გაინაწილა.

ქართველი კონკურსანტის წარმატება ამით არ დასრულებულა. სანდრო წერეთელს კიდევ ერთი ჯილდო გადაეცა – კონკურსანტი საუკეთესო პერფორმანსისთვისაც დააჯილდოვეს.