26 ოქტომბერი, 2015

,,ნიჭიერი’’ გადაიდო

321”ნიჭიერი” გადაიდო. ინფორმაციას სახალხო პროექტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

როგორც დაანონსებული იყო, შოუს ჩანაწერები ეთერში 26 ოქტომბრიდან უნდა გასულიყო, თუმცა არხის ხელმძღვანელობისა და პროექტის პროდიუსერების გადაწყვეტილებით, “ნიჭიერში” ეთერში არ გავა.

შოუს ჟიურისა და პროდიუსერების მტკიცებით, ეს სეზონი ყველა წინა სეზონზე ძლიერი და სანახაობრივი იქნება, ამიტომაც მოლოდინი დიდია. წელს ”ნიჭიერს” დაემატა ოქროს ღილაკიც, რომლის გამოყენებაც ჟიურის თითოეულ წევრს თავისი ფავორიტის გამოსავლენად მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

მეექვსე სეზონი “რუსთავი 2”-ის ეთერში 26 ოქტომბრის ნაცვლად 2 ნოემბერს დაიწყება.