21 ოქტომბერი, 2015

ნინო ჩხეიძე კოლეგებს აფრთხილებს

1nino-chxeiddzeმომღერალი ნინო ჩხეიძე კოლეგებს აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ კოლეგიალობა არასდროს დაკარგონ და მგლებად არ გადაიქცნენ.

ნინო ჩხეიძე:

“წავიკითხე ჩემი კოლეგების გვერდზე სხვადასხვა საინტერესო კომენტარები ჩემზე. მე სიმართლე გითხრათ, არც მიმიღია ჩემს თავზე, რომ მათი რომელიმე ისტერიული სტატუსი მე მეხებოდა თბილისობის შესახებ, იმიტომ რომ მე ორგანიზატორთან თუ მაქვს პრეტენზია, ეს, რა თქმა უნდა, არ არის მათი საქმე… და არცერთი მონაწილე არ მიგულისხმია…

მაგრამ როგორც ჩანს, ჩემს კოლეგებს თავიანთ თავზე მიუღიათ ჩემი სტატუსი და თავიანთ გვერდზე ბედნიერი უყურებენ ჩემზე ცუდ კომენტარებს, ერთმანეთსაც დამანუგეშებელ სიტყვებს წერენ და როგორც ჩანს ძალიან უნერვიულიათ.

აი მართლა მაგრად ტეხავს, რომ ერთი კონცერტით ამბიციის მწვერვალზე ადიხართ… და მგლებად იქცევით!”