Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მის ჩინეთის შოუზე ქართველები იცეკვებენ

12 ოქტომბერი, 2015

1mis-chineti,,მის ჩინეთი 2015-ის” საკონკურსო ცერემონიალზე, რომელიც ჩინეთში გაიმართება ქართველები იცეკვებენ.

17 ოქტომბერს ჩინეთში, ქალაქ ზუჰაიში ,,მის ჩინეთის“ კონკურსზე, რომლის ნახევარფინალიც საქართველოში ჩატარდა, მონაწილეობას მიიღებს ქართული ანსამბლი. დამსწრე საზოგადოებას ქართულ კულტურას აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი გააცნობს. კონკურსს ჩინური სატელიტური ტელევიზია „Phoenix TV” მართავს, რომლის გადამღები ჯგუფი საქართველოში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად სექტემბერში იმყოფებოდა.

ეს არის ტელევიზია, რომელსაც გააჩნია ექვსი არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და მას მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს. “Phoenix TV”-ს გადამღები ჯგუფის და “Miss Chinese Cosmos Pageant” 16 კონკურსანტის ვიზიტისას საქართველოში „Miss Chinese Cosmos Pageant”-ის ნახევარ-ფინალი გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონკურსანტების მონაწილეობით დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელსაც მაყურებელი 17 ოქტომბერს „მის ჩინეთი“-ს მსვლელობისას იხილავს. ფილმის ავტორებს სურვილი ქონდათ მაქსიმალურად წარმოეჩინათ საქართველოს ღირსშესანიშნაობები და მათ შორის ეროვნული ფოლკლორიც. გადამღებ ჯგუფს დახმარებას უწევდა ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“. ქართველმა მოცეკვავეებმა ჩინელ ლამაზმანებთან ერთად ქართული ტრადიციული ცეკვების პოპური შეასრულეს.

,,მის ჩინეთის“ ორგანიზატორების მიწვევით ანსამბლი საკონკურსო ცერემონიალზეც იცეკვებს. დასის 16 კაციანი ჯგუფი ჩინეთში 13 ოქტომბერს გაემგზავრება.