15 ოქტომბერი, 2015

მიხეილ კობახიძე დააჯილდოვეს

1mixeil-kobaxidzeკინორეჟისორი მიხეილ კობახიძე დააჯილდოვეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თბილისში დაგეგმილი დიასპორული კვირეულის ფარგლებში შედგა.

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი თავისი ფილმებით გამორჩეულია ქართულ კინემატოგრაფში. მისი პირველი სადიპლომო ფილმი „რვანახევარი“ საბჭოურმა ცენზურამ ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნია და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურა.

ფილმმა „ქორწილი“, რომელიც მისი სადიპლომო ნამუშევარი გახდა, ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო – ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი და „საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი“.

„მუსიკოსების“ გადაღება რეჟისორს ძვირად დაუჯდა. მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის განკარგულებით, მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. ამდენი აკრძალვის და წინააღმდეგობის მიუხედავად, რეჟისორმა მაინც შეძლო თავისი სათქმელის თქმა და მაყურებლამდე თავისი ჩანაფიქრის მიტანა.

მიხეილ კობახიძესთან ერთად დიასპორული კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდნენ კინორეჟისორები გია დანელია, ირაკლი კვირიკაძე და რეზო გიგინეიშვილი.