11 ოქტომბერი, 2015

კიდევ ერთი ქართველის აღიარება უკრაინულ იქს ფაქტორში

andrea-gvelesianiწლევანდელ უკრიანულ იქს ფაქტორში განსაკუთრებით ბევრი ქართველი მომღერალი მონაწილეობს.

საბედნიეროდ, ყველა ქართველი კონკურსანტი წარმატებით გამოდის მსოფლიოში ცნობილ მუსიკალურ შოუში და ჟიურის და დარბაზის მოხიბლვასაც ახერხებს.

ნინი ნუცუბიძის, გიგი ადამაშვილის, გიორგი ჩიქოვანის, ბესო ნემსაძის, თათია კობალაძის შემდეგ, უკრაინაში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა 23 წლის ანდრია გველესიანმაც გადაწყვიტა.

ანდრია ახმეტელის თეატრის მსახიობია და საქართველოში სხვადასხვა მუსიკალურ შოუებშიც მონაწილეობდა. ამჯერად მომღერალმა თავისი ნიჭის გაცნობა საქართველოს ფარგლებს გარეთაც სცადა და უკრაინაში ჩავიდა.

ქართველმა კონკურსანტმა Josh Groban-ის ”You Raise Me Up” შეასრულა და ჟიურის ოთხივე წევრისგან “კი” მიიღო.