15 ოქტომბერი, 2015

კახა ცისკარიძე დუმილს არღვევს

1kaxa-ciskaridzeმომღერალი კახა ცისკარიძე დუმილს არღვევს და მის ჯგუფთან “კახაბერი და ხანუმები” დაკავშირებით დეტალურად საუბრობს. როგორც მომღერალი განმარტავს, ჯგუფი უცხოეთში ძალიან პოპულარულია და აქტიურად დადის გასტროლებზე.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, “კახაბერი და ხანუმები” უკვე სამი წელია არც ერთ მნიშვნელოვან და ცენტრალურ ღონისძიებაზე არ გამოსულა:

“ბოლო სამი წელია, ჩვენს ჯგუფს არ იწვევენ არც თბილისობაზე და არც საახალწლო კონცერტებზე. ეს ცოტა სასაცილოა. ნაწყენი პოზიცია არ მაქვს. ნაწყენი ვიქნებოდი იმ შემთხვევაში, მუსიკალურად წარუმატებელი რომ ვიყო. ჩვენ არ მიგვიწვიეს და საერთოდ, არც არავის ვახსოვართ. არც აჟღერებენ ამ თემას, რომ არსებობს ასეთი მუსიკალური პროექტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.”