22 ოქტომბერი, 2015

ჯანეტ ქერდიყოშვილი კიდევ ერთ კონკურსში მონაწილეობს

1janet-qerdikoshvili“მის საქართველო 2011” ჯანეტ ქერდიყოშვილი კიდევ ერთ საერთაშორისო სილამაზის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს წარადგენს.

ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური გამოცემები ავრცელებენ. გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს თავად მოდელიც და ინსტაგრამზე ამის დამადასტურებელ ფოტოებსაც ავრცელებს.

ჯანეტ ქერდიყოშვილი საქართველოს საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე “მის სამყარო 2015”-ზე წარადგენს. “მის სამყაროზე” მონაწილეობის დამდასტურებელი ფოტო ჯენეტ ქერდიყოშვილმა უკვე გამოაქვეყნა.

ინფორმაციას The Perfect Miss-ის ფეისბუქისა და Roadtomissunivese-ის ინსტაგრამის ოფიციალური გვერდები ავრცელებენ:

“დიდი სიახლე!

ის დაბრუნდა! სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც მას გასულ წელს გულშემატკივრობდით და სამწუხაროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, “მის სამყაროს” ტიტულისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა. ამჯერად კი, თავის სამშობლოს ლას-ვეგასში წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, ის მზად არის და საქართველოს ასახელებს. ჯანეტ ქერდიყოშვილი – მის საქართველო მის სამყარო 2015-ზე” – წერს The Perfect Miss-ი.

ქართველ მოდელს კონკურსში მონაწილეობა 2013 წელსაც უნდა მიეღო, თუმცა ჯანმრთლეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კონკურსზე გამგზავრება ვერ შეძლო.

“მის სამყარო 2015”-ის კონკურსი ლას-ვეგასში 20 დეკემბერს გაიმართება.