31 ოქტომბერი, 2015

იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა

1shota2016 წელი იუნესკომ მთელ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ინფორმაციას საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედები ავრცელებს:

“დღევანდელ დაძაბულ ფონზე მინდა, ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ. დღემდე ამ საკითხის გადაჭრა პრობლემატური იყო. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვდა საკითხის დადებითად გადაწყვეტას. როგორც იქნა, გადაწყდა – საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შედეგად, 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.”

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიროგი კეკელიძის ინფორმაციით კი, მომავალ წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის სახელობის წიგნის მუზეუმი გაიხსნება, სადაც ცალკე სტენდი დაეთმობა ”ვეფხისტყაოსნის” უდიდეს კოლექციას.