გოდერძი ჩოხელის იუბილე პრემიერით აღინიშნება

1goderzi-choxelis-iubileმწერლისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის იუბილე პრემიერით აღინიშნება. 2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა. მას 61 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღეს ახმეტელის თეატრი და რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას გააცოცხლებენ.

რუსთავის თეატრი წარმოადგენს პრემიერას გოდერძი ჩოხელის ,,ადამიანთა სევდა”-ს მიხედვით. სპექტაკლის რეჟისორი თამარ ხიზანიშვილია, მხატვარი ლომგულ მურუსიძე, კოსტიუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი, ქორეოგრაფი ლევან ალიაშვილი, მუსიკალური გამფორმებელი კი დავით დგებუაძე.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები თეატრის სცენაზე იდგმება.