31 ოქტომბერი, 2015

გელოდი ფოცხიშვილი დააჯილდოვეს

1gelodiნაციონალური ბალეტი “მეტეხის” სამხატვრო ხელმძღვანელი და პროდიუსერი, არაერთი ფესტივალის ლაურეატი და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული გელოდი ფოცხიშვილი დააჯილდოვეს.

მოცეკვავისა და ქორეოგრაფის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ანსამბლმა “მეტეხი” საიუბილეო კონცერტი გამართა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, სადაც იუბილარს მიენიჭა უმაღლესი ჯილდო – “დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება”.

საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა კი გელოდი ფოცხიშვილი ქორეოგრაფიული ხელოვნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და საცეკვაო ხელოვნების სფეროში აქტიური მოღვაწეობისთვის “საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის ორდენით” დააჯილდოვა.