Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ანუკი არეშიძემ რუსეთში მაღაზიები გახსნა

28 ოქტომბერი, 2015

1anukis-magaziebi-rusetshiდიზაინერმა ანუკი არეშიძემ რუსეთში მაღაზიები გახსნა. კახი კალაძის მეუღლემ, რომელიც მოდელი იყო და კარიერას თავი მეუღლის თხოვნით დაანება, დიზაინერობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

თავდაპირველად ანუკი კოლექციებს ბიჭოლასთან ერთად ქმნიდა. მათი ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობდა უკრაინაში, მოგვიანებით კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და ორივე დიზაინერმა დამოუკიდებლად დაიწყო კოლექციების შექმნა.

ბიჭოლა ახლაც უკრაინაშია და იქ მოღვაწეობს, ანუკი კი თბილისში ჩამოვიდა, ტანსაცმლის ხაზს, ფეხსაცმლის ხაზიც დაუმატა, დედაქალაქში ბუტიკიც გახსნა და ერთგული კლიენტებიც გაიჩინა.

ამჯერად ანუკიმ თავისი კოლექციების გაყიდვა რუსეთის ქალაქებში გადაწყვიტა და მოსკოვსა და პეტერბურგში მაღაზიები გახსნა.