30 ოქტომბერი, 2015

ანიტა რაჭველიშვილი პარიზში დააჯილდოვეს

1anita-parizshi-daajildovesსაერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა საქართველო”-ს თანადგომით პარიზში პიერ კარდენის საკონცერტო დარბაზში გაიმართა კიდევ ერთი ღონისძიება “ახალგაზრდები – ახალგაზრდებისთვის”.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და პიანისტი დავით ალადაშვილი.

კონცერტის დასასრულს, ფონდის ხელმძღვანელმა არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ განაცხადა, რომ კონცერტიდან შემოსული თანხით დახმარება გაეწევათ ხურვალეთში მცხოვრებ 140 ოჯახს, რომლებიც სხვადასხვა განსაცდელში არიან ჩავარდნილნი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით ანიტა რაჭველიშვილს და დავით ალადაშვილს გადაეცათ დავით კაკაბაძის და ფოკანის ნამუშევარი – სიცოცხლის სიმბოლო “სააღდგომო კვერცხი”.