Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

აჩიკო ნიჟარაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

7 ოქტომბერი, 2015

1achiko-nijaradze-televiziebis-winaaRmdegმომღერალი აჩიკო ნიჟარაძე ყოველთვის ღიად აფიქსირებს თავის მოსაზრებას არ ერიდება იმის თქმა, რაც სიმართლედ მიაჩნია. ამჯერადაც მომღერალი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მიმართავს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ეხება.

აჩიკო ნიჟარაძე:

“რამდენი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს ამ პატარა საქართველოში და რეებს გვაყურებინებთ მთელი დღის განმავლობაში ყველა არხზე. ამინდის პროგნოზივით რომ ჩაარაკრაკებთ ხოლმე ქართველი ნიჭიერი ადამიანების წარმატებას და მერე მთელი დღე ტვინს რომ გვიბურღავთ, იმან ამას რა უთხრა და ვიღაცამ ვიღაცას რომ შეაგინა და უჩივლა. დაიღალა ხალხი ამ მდარე ხარისხის იუმორით, მდარე ხარისხის მუსიკის მოსმენით, ამდენი პოლიტიკით, ამდენი უარყოფითი ეთერით, ამდენი გაჭირვებით. ხალხს დიდი ხანია აღარ აინტერესებს ეს ბოდვა, დიდი ხანია საზოგადოება მიხვდა ვინ რას წარმოადგენს ამ ქვეყანაში.

სასაცილოა ის ფაქტიც რასაც გვერდიდან ვუყურებ, ზოგიერთი მართლა ნიჭიერი ადამიანი მაგრამ ბოდიშით და ვაზელინ თავზე წასმული რომ დაეხტება აქეთ-იქეთ. ორპირი ადამიანებით გაივსო ქვეყანა. იქეთ-აქეთ კურდღლებივით რომ დაკუნტრუშობენ… თან კაცები რომ გქვიათ, პატარა კაცუნები. უბრალოდ მეცინება რომ ვხედავ ამ ადამიანებს. თან ძალიან ხშირად ვხედავ.

არა და რამხელა ძალა აქვს ერთმანეთის სიყვარულს, ერთიანობას, ერთმანეთის გვერდში დგომას, ერთმანეთის სიხარულის გაზიარებას. ხომ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში მაინც შევძლოთ ყველამ ერთად სიკეთის კეთება.”